„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევაში კახეთის მაჟორიტარული ოლქები მოხვდა

თელავი

თბილისის სამი საარჩევნო ოლქის გარდა, ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა მხოლოდ კახეთს მოიცავს.

გამოკვლევის შედეგები ასეთია: საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?

  • ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველო“ – 13%;
  • ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“ – 44%;
  • გიორგი ბოტკოველი - ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 41%;
  • სხვა - 2%.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?

  • დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“) – 62%
  • გიორგი ღვინიაშვილი („ევროპული საქართველო“) – 18%;
  • ლევან ბეჟაშვილი (ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია);
  • ეკა ქვლივიძე („ლელო“) – 3%.
  • სხვა - 2%

გამოკვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.