„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა პარტიული სიის ოცეული

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში წარადგინა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სიის პირველი ოცეული. შეკრება გახსნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოებას სია ირაკლი კობახიძემ გააცნო:

  1. გიორგი გახარია - პრემიერ-მინისტრი
  2. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე
  3. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
  4. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი
  5. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  6. კახა კუჭავა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  7. გიორგი კახიანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  8. მარიამ ქვრივიშვილი- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  9. მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე
  10. მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე
  11. მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი
  12. გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი
  13. ვიქტორ სანიკიძე - ვეტერანი კალათბურთელი
  14. მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატი
  15. შალვა პაპუაშვილი - ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს ჯგუფს
  16. დავით კაჭარავა - მორაგბე
  17. ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომელი
  18. გიორგი ხელაშვილი - პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
  19. მარიამ ლაშხი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
  20. ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე

საქართველოში საპარლამენტო არჩევბნები 31 ოქტომბერს გაიმართება.