სერბეთი არ ჩაერთვება ბელარუსში დაგეგმილ სამხედრო მანევრებში ევროკაშირისგან ზეწოლის მოტივით

სერბეთის თავდაცვის მინისტრი, ალექანდარ ვულინი

სერბეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, გააუქმოს თავისი სამხედროების მონაწილეობა ყველა საერთაშორისო ერთობლივ მანევრებში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში. ბელგრადმა ეს ნაბიჯი გადადგა ბელარუსში დაგეგმილი „სლავურა ძმობა-2020-ის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

თავდაცვის მინისტრმა ალექსანდარ ვულინმა განაცხადა 9 სექტემბერს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროკავშირის ძლიერი ზეწოლის შედეგად, არ გაეგზავნა სამხედროები ბელარუსში, სადაც მღელვარებაა ერთი თვის წინ გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩენების შემდეგ.

ევროკავშირმა გვთხოვა, დაგვეტოვებინა „სლავურა ძმობა-2020,“ თორემ სასწორზე დაიდებოდა ჩვენი ევროპული მომავალი, თქვა ვულინმა.

„სლავური ძმობა-2020-ის“ გამართვა დაგეგმილია სექტემბრისთვის საწვრთნელ პოლიგინზე ბრესტის მახლობლად და მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ბელარუსის, რუსეთის და სერბეთის ძალებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მონაწილეებს უნდა დაეწყოთ ბელარუსში ჩასვლა 10 სექტემბერს.

ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი არ მიიღებს არავითარ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას ნატოსთან იქნება ეს, რუსეთთან, ჩინეთთან თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ექვსთვიანი მორატორიუმის მანძილზე.

მინისტრის თანახმად, სერბეთის „მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში გულმოდგინედ იქნება განხილული და თუ საჭირო იქნა, უარყოფილი“, თქვა ვულინმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ სერბეთს „სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიცია“ შეენარჩუნებინა.