უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე PCR-ტესტირება უნდა ჰქონდეთ გავლილი

საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს 15 სექტემბრიდან მოუწევთ, თან იქონიონ ცნობა, რომ 72 საათით ადრე PCR-ტესტირება აქვთ გავლილი, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცადა.

"15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომელთაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72-საათიანი PCR-ტესტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ „ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება“.

გიორგი გახარიას თქმით, ახალი რეგულაცია ძალაში 15 სექტემბრიდან შევა, „რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.