კარანტინის ვადა 8 დღემდე მცირდება

Georgia -- Security Quarantine Tapes.12may2020

კორონავირუსის იმპორტის პრევენციისთვის დაწესებული სავალდებულო კარანტინის ვადა 8 დღემდე მცირდება. ამის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირი მე-9 დღეს პირი დატოვებს საკარანტინო სივრცეს PCR-ტესტის საფუძველზე.

საკარანტინო სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში პირს PCR-ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

"ვამცირებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს, სტუმრებსაც, მათ შორის. მე-9 დღეს უარყოფითი ტესტის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინე სივრცეს, მათ ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება მე-12 დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის გაკეთებით, ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინე დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში სავალდებულო კარანტინი თავდაპირველად 14-დღიანი იყო, შემდეგ ის 12 დღემდე შემცირდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოიყენება იზოლაციის ორი ფორმა - თვითიზოლაცია და კარანტინი,