ალბანეთში დააპატიმრეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც უგულებელყო ქორწილის გამართვის აკრძალვა

ალბანეთში დააპატიმრეს რესტორნის მფლობელი, რომელმაც რამდენჯერმე დაარღვია მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვა საქორწილო ნადიმების გამართვაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ალბანეთის ხელისუფლებამ ასეთი დაპატიმრება განახორციელა.

პოლიციის თანახმად, 52 წლის რესტორნის მფლობელი დააპატიმრეს დედაქალაქ ტირანიდან დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ დურესში, მას შემდეგ, რაც მან საქორწილო წვეულება მოაწყო. მანამდე ის ორჯერ დააჯარიმეს ამავე დარღვევისთვის.

ალბანეთში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი და დაკრძალვა, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას.

დღეის მონაცემებით, ალბანეთში კორონავირუსით ინფიცირების 10255 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 316.