ამირან გამყრელიძე: შეკვეთილი გვაქვს კორონავირუსის 700 ათასი ცალი ვაქცინა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველომ წინსწრებით უკვე დაიწყო კორონავირუსის ვაქცინების შესაძენი პროცედურა. მისი თქმით, გაფორმდება ხელშეკრულება და როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა, მას საქართველოც მიიღებს.

"საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა, ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია ვაქცინის ყიდვით. შეკვეთილია მოსახლეობის 20 პროცენტის, დაახლოებით 700 ათასი, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება", - თქვა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ვაქცინა, პირველ რიგში, რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მსოფლიოში ჯერ საბოლოო შემოწმება არ გაუვლია კორონავირუსის ვაქცინებს. შესაბამისად, ვირუსისგან ადამიანებს მხოლოდ პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია იცავს.