"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს რუსული საქმის გამკეთებლებს და მათ ნაწილს ე.წ. პროდასავლურ პარტიებს უწოდებს. ამ საკითხზე მან მაშინ ისაუბრა, როცა აღნიშნავდა, რომ "ქართულ ოცნებას" მომავალი არჩევნების შედეგებით კოალიციის შესაქმნელად ოპოზიციის დახმარება არ დასჭირდება.
"პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში და ეს არის მათთვის საერთო, სწორედ ამის გამო სხედან ისინი ერთ მაგიდასთან. ვგულისხმობ "ნაცმოძრაობას", მის სატელიტებს, "პატრიოტთა ალიანსს" და ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებულები რუსული საქმის გარშემო", - თქვა კობახიძემ.
მანვე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები უწოდა ყველა იმ პარტიას, რომელიც ახლა მათთან ერთად "ოპოზიციურ ერთობაშია" გაერთიანებული. მან დაასახელა რამდენიმე პარტია, მათ შორის, "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "გირჩი".