არჩილ თალაკვაძის პირად დაცვას კორონავირუსი დაუდასტურდა

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია", - წერია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.​

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა "ქართული ოცნების" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს.