ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა დაითხოვა

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში მიმდინარეობს საგანგებო სესია, რომელზეც განიხლება ოკუპირებული რეგიონის მთავრობის და გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დაითხოვა სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობა.

ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა 28 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევის სიკვდილს.

იუწყებიან, რომ შინაგან სქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა, იზოლატორში ცემით მოკლეს.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა მანამდე თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი.