"ლეიბორისული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპელი დემოკრატების“ლიდერმა და ამომრჩებელთა ხმების დაცვის შტაბის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ შტაბის სამოქმედო სტარეგიაზე ისაუბრა.
როგორ მან უთხრა ჟურნალისტებს, არჩევნების პერიოდში ყველა საარჩევნო დარღვევა ონლაინრეჟიმში გადაიცემა, დარღვევათა მონიტორინგს კი ცესკოს 4 ყოფილი თავმჯდომარე - ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გურამ ჩალაგაშვილი აწარმოებს.
"განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს ამომრჩეველთა ხმების დაცვას - ეს იქნება უბნებიდან მიღებული ინფორმაციების სწრაფი დამუშავება, ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება რაც მთელი არჩევნების პერიოდში ონლაინრეჟიმში გადაიცემა. შევთანხმდით, რომ შტაბში შემავალი ცესკოს 4 ყოფილი თავმჯდომარე გააკეთებს სწრაფ რეჟიმში რეაგირებას, რაც ამ პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით იქნება შექმნილი და მათ გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭრები ნახავენ, თუ როგორ არის ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისი სიტყვებით შტაბი რეგიონებში მუშაობას გააფართოებს, შეხვედრები შედგება ხმების დაცვის ერთბლოვ დეკლარაციაზე ხელმომწერი პოლიტიური პარტიების ოფისებში. შემდეგი შეხვედრა გაიმართება „ევროპული საქართველოს“.
24 აგვისტოს, 30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი, საკუთარი პარტიისა და ერთმანეთის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე შეთანხმდნენ.
დეკლარაცია ოპოზიციამ 18 აგვისტოს შეიმუშავა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.