COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ნახევარწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საერთაშორისო არენაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.
მსოფლიოს რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ნიუ-იორკში მიმდინარე ცინცინატის მასტერსზე კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6 1:6.
ჩოგბურთში მამაკაცთა პროფესიული ტური სწორედ ცინცინატის მასტერსით განახლდა. ტურნირის წარმატებით დაწყების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე მატჩში ამერიკელ ტენის სანდგრინს უნდა შეხვედროდა.