სავარაუდო მოწამვლის შემდეგ ექიმები ალექსეი ნავალნის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ექიმები აცხადებენ, რომ იბრძვიან ალექსეი ნავალნის სიცოცხლისთვის ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში მას მერე, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო თვითმფრინავში და - როგორც მისი წარმომადგენელი ვარაუდობს, ის მოწამლეს.

ანტიკორუფციული მოძრაობის აქტიური წევრი, 44 წლის ნავალნი „ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ის კომაშია და მძიმედ არის. ტესტის შედეგები ჯერ არ გვაქვს“, დაწერა ტვიტერით ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა 20 აგვისტოს. მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კირა იარმიში, რომელიც პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა, ტვიტერზე წერს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. იარმიშის ინფორმაციით, დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ სავარაუდოა, რომ რაღაც შერეული იყო სწორედ ჩაიში.

ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს.

ომსკის საავადმყოფოს ექიმმა ანატოლი კალინიჩენკომ განაცხადა, რომ ნავალნი მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია, და რომ ექიმები მისი “სიცოცხლის გადასარჩენად“ იბრძვიან.

მან განაცხადა, რომ დაბეჯითებით თქმა, რომ ის მოწამლულია, შეუძლებელია.

ნავალნის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოძიებას ითხოვენ მკვლელობის მცდელობი მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალურ პირები თვალყურ ადევნებენ ცნობებს ნავალნის გარშემო.

ევროპის კავშირის საგაერო პოლიტიკურმა ლიერმა, ჯოზეფ ბორელმა ტვიტერით გაავრცელა პოსტი, რომ შეშფოთებულია ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ცნობით. თუ ეს დადასტურდა, წერს ბორელი, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული. ბორელმა ნავალნის სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვა.

ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიხმინმა განაცხადა, რომ საჭიროა ნავალნის გადაყვანა ევროპაში სამკურნალოდ და დასძინა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჰანოვერის და სტრასბურგის საავადმყოფოებთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იქ გადასაყვანად.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს ნავალნის მდგომარეობას და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქეს. პესკოვმა დახმარების პირობა გამოხატა ნავალნის უცხოეთში სამკურნალოც წაყვანის შემთხვევაში, თუ დახმარებისთვის მას მიმართავენ.

ნავალნი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული კრიტიკოსია, რომელმაც კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა რუსეთში. ის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საპატიმროში, მას არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიცემის უფლება და არ დაუშვეს მოსკოვის მერობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.