7-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გაიხსნა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ფართობზე ძველი ფილები ბუნებრივი ქვის ფილებით ჩანაცვლდა; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი.
ასევე, შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა; მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა; თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა; მოხდა თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა.
პრალამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 22 იანვრს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, ორ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა და საპროტესტო აქციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი 7 თვის განმავლობაში იყო შემოღობილი.
- წაიკითხეთ: ევრორემონტი საკრალურ ადგილზე
რეაბილიტაციის ადგილის საბოლოო იერსახის შესახებ საზოგადოებამ სიურპრიზად, ივლისის ბოლოს გაიგო თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუკ ლაივიდან.