პუტინმა ლუკაშენკას დაუდასტურა რუსეთის მზადყოფნა, დაეხმაროს სამხედრო თვალსაზრისით საჭიროების შემთხვევაში

კრემლი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას უთხრა, რომ რუსეთი მზად არის დაეხმაროს ბელარუსს კოლექტიური სამხედრო ხელშეკრულების ჩარჩოებში, საჭიროების შემთხვევაში.

კრემლი იმავე განცხადებაში წერს, რომ ბელარუსი გარედან ზეწოლას განიცდის. თუ ვისგან, ამაზე განცხადებში არაფერია ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გასწიოს საჭირო დახმარება შექმნილი პრობლემების მოგვარების საქმეში მოკავშირე სახელმწიფოს შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით და ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართულებით.

ორმა პრეზიდენტმა 16 აგვიტოს მეორედ ილაპარაკეს ბოლო დღეების განმავლობაში.

ბელარუსი შეარყია საპროტესტო გამოსვლებმა ბოლო კვირის განმავლობაში. დემონსტრანტები ლუკაშენკას 9 აგვიტოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. შვიდი ათასამდე ადამიანი იქნა დაკავებული პოლიციის მიერ არჩევნების შემდგომი გამოსვლების ჩახშობისას და ასობით დაშავებული, ასევე, სულ მცირე, ორი მოკლული, პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების, ხმოვანი ყუმბარების და, სულ მცირე, ერთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას.

ასობით დაკავებული, რომლებიც პოლიციამ გაუშვა, ლაპარაკობენ სასტიკი ცემის შესახებ საპატიმროში, რაც დოკუმენტირებულია და გავრცელდა სოციალური მედიის გზით. ათასობით ადამიანი კვლავ საპატიმროშია და საერთაშორისო აღშფოთება იზრდება.

თავისი ავტორიტარული მმართველობის მანძილზე უდიდესი საფრთხის წინაშე მყოფმა ლუკაშენკამ პუტინთან 15 აგვისტოს საუბრამდე თქვა, რომ „საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება“.

მოგვიანებით მან სამხედრო მეთაურებს უთხრა, რომ პუტინმა შესთავაზა „მრავალმხრივი დახმარება“ და „ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

კრემლმა განაცხადა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბელარუსის პრობლემები „უახლოეს დროში მოგვარდება“ და კავშირი ქვეყნებს შორის განმტკიცდება.