პრაღა და ვარშავა: არჩევნები ბელარუსში განმეორებით უნდა გაიმართოს უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პოლონელ კოლეგასთან ისაუბრა და ერთად აპირებენ, ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს თავიანთი წინადადება შესთავაზონ.

ბაბიშმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად მოითხოვენ ევროკავშირის წევრებთან სასწრაფო ვიდეოშეხვედრას. „არ შეიძლება დაცდა, ბელარუსები ჩვენს დახმარებას ითხოვენ, - წერს ბაბიში, - ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“.