ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კვლევის მიხედვით, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს" "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოხვდებოდა პარლამენტში. მედიასაშუალების განცხადებით, კვლევა მათი დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა 15 ივლისიდან 24 ივლისამდე პირისპირ ინტერვიუს გზით 1 200 ადამიანთან ჩატარდა, ცდომილება 3 პროცენტამდეა.
პარტიებს შორის ხმები კი ასე გადანაწილდებოდა:
- "ქართული ოცნება" - 52%;
- "ენმ" - 19%;
- "ევროპული საქართველო" - 8%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 5%
- "ლელო" - 5%;
- "ახალი საქართველო" - 4%;
- სხვა - 7 %.
შედეგები დათვლილია რესპონდენტთა 42,8%-ის გამოკლებით.
ამ კვლევის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, 16 ივლისს ტელეკომპანია "ფორმულამაც" გაავრცელა მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემები. "ედისონ რისერჩის" გამოკითხვის შედეგებით, "ქართული ოცნება"-ს მხარს გამოკითხულთა 39% უჭერდა, "ნაციონალურ მოძრაობას" - 16 % , "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციას კი 3%. მოქალაქეთა 20 პროცენტს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას.