ბელარუსის მოქალაქეები საქართველოს მოუწოდებენ, არ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ აღიაროს ალექსანდრ ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტად. მათი მტკიცებით, 9 აგვისტოს ბელარუსში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ლუკაშენკასთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოციათ.