„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის საქმიანობას შეეხება, 2019 წელს სიტყვის გამოსვლის უფლებით პარლამენტის 21 წევრს არ უსარგებლია:
ეს დეპუტატები არიან:
- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).
ამ 21 დეპუტატიდან ირაკლი ხახუბია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ზოგადად გაზრდილია იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელთაც სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ეს უფლება პარლამენტის 120-მა წევრმა გამოიყენა, ხოლო 2019 წელს - 131-მა წევრმა.
საანგარიშო პერიოდში, უმრავლესობიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ შემდეგ
დეპუტატებს:
- ანრი ოხანაშვილი - 184 გამოსვლა;
- სოფიო კილაძე - 99 გამოსვლა;
- გუგული მაღრაძე - 88 გამოსვლა.
- ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ:
- ეკა ბესელია (დამოუკიდებელი წევრი) - 161 გამოსვლა;
- ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები”) - 121 გამოსვლა;
- გიორგი ბოკერია (ფრაქცია „ევროპული საქართველო”) - 108 გამოსვლა.
რაც შეეხება სხდომების გაცდენის მაჩვენებელს, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიში აჩვენებს, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:
- დიმიტრი სამხარაძემ (უმრავლესობა)
- რუსლან გაჯიევმა ( უმრავლესობა)
- ივლიანე წულაიამ (უმრავლესობა)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში გამოიკვეთნენ ასევე ჩართულობის კუთხით ყველაზე აქტიური წევრებიც, კერძოდ:
- პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილი
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან - ანრი ოხანაშვილი
- პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) - ეკა ბესელია
- ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე
- ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშმა პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მოიცვა.