აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა გავლენიანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის კომპანიებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები შეეხება ხუთ კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან და ასევე სამ პირს, რათა შეაჩერონ ფინანსისტის „საქმიანობა მსოფლიოში, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიები მოქმედებს სუდანში, ჰონგ-კონგში და ტაილანდში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი იყენებს ფირმების ქსელს, რათა თავიდან აირიდოს სანქციები. „მსოფლიოში პრიგოჟინის ბოროტი ქმედებები კარგადაა დოკუმენტირებული, რაც ჩანს იმაში, რომ ის აღრიცხულია აშშ-ის სანქციების დამწესებელ რამდენიმე უწყებაში“.
აშშ-მა უკვე დაუწესა ადრე სანქციები პრიგოჟინს და მის ფირმებს, სხვათა შორის ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს და ვაგნერის ჯგუფს, რომელიც რუსეთის დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის ლიბიაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.
ინტერნეტ-კვლევის სააგენტო უკავშირდება მედიაზე გავლენის მოხდენას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ-ში, რაც წარმოადგენდა რუსეთის მცდელობის ნაწილს, ზეგავლენა მოეხდინა კენჭისყრაზე, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს.
ამავე ინფორმაციით, პრიგოჟინი ორ კომპანიას იყენებს სუდანში ვაგნერის როლის დასაფარად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „პრიგოჟინის როლი სუდანში ხაზს უსვამს კავშირს რუსეთის გასამხედროებული ოპერაციებს, ავტორიტარული, როგორიცაა სუდანის პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის, შენარჩუნებისთვის მხარდაჭერას და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.