საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რადიო თავისუფლების შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც იყოს, უპასუხა, რომ რა თქმა უნდა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა“.
პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის ელჩთან ერთად იმყოფებოდა ასურეთში რესტავრირებულ გერმანულ დასახლებაში.