ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში, პრაღაში გაიმართება

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ახალი თარიღი დაამტკიცა - შეჯიბრება 8-10 ნოემბერს გაიმართება, პრაღის O2 არენაზე.

ევროპირველობას შეუნარჩუნდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სტატუსი და მასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ძიუდოისტები სალიცენზიო ქულებს გამოიმუშავებენ.

ევროპის ჩემპიონატისთვის ჩეხეთს 1-3 მაისს უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო, შემოდგომისთვის გადაიდო.