რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ ეროვნულ რეფერენდუმში, რომლითაც, როგორც ვარაუდობენ, დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გზას გაუხსნის კიდევ ორი ვადით კენჭისყრისკენ და, პოტენციურად, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩენისკენ.
1 ივლისი რეფერენდუმის ბოლო დღეა, თუმცა საარჩევნო უბნები 25 ივნისიდან მუშაობს. კენჭისყრის პროცესი გახანგრძლივდა, რათა პანდემიის პირობებში ბევრი ხალხის თავშეყრა აერიდებინათ თავიდან.
კრემლი აცხადებს, რომ შესწორებები ქვეყნის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, პუტინის კრიტიკოსები კი თვლიან, რომ მათი შემოღების მიზანი 67 წლის ლიდერისთვის ძალაუფლების დიდი ხნით გახანგრძლივებაა.
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს 30 ივნისს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რუსეთის ლიდერი პირველად იანვარში გამოვიდა მასშტაბური შესწორებების ინიციატივით.