როგორ მოვემზადოთ აღდგენილი ფრენებისთვის

საქართველოს ცა რამდენიმე ჩარტერული რეისისთვის გაიხსნა. ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“- ამსტერდამის, ვენის და ტელ-ავივის მიმართულებით რეისებს შეასრულებს. რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, ამ კუთხით მიმოსვლის აღდგენა მინიმუმ აგვისტომდე გადაიდო.

ჩარტერულ რეისებზე ბილეთები უკვე იყიდება. სახელმწიფო ფასის დარეგულირებაში არ ჩარეულა. შესაბამისად, ეს რეისები განსაკუთრებით იაფი არ არის.

ახალი კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად თვითფმრინავს ყოველი გადაფრენის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება. ავიაციის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ კონდიცირების სისტემა თვითმფრინავებში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ მხრივ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მგზავრები სალონში მხოლოდ ნიღბებით უნდა ისხდნენ და ისიც ყოველ 4 საათში გამოიცვალონ. თუ ვინმე უშუალოდ ფრენისას გახდა ცუდად (ცხელება, ხველა, ღებინება...), ეკიპაჟს უნდა მიმართოს და მას იზოლირებულ ადგილას გადაიყვანენ.

საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებული იქნებიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ. კარანტინი შესაძლოა თვითიზოლაციით შეიცვალოს გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ:

1. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვ.) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;

2. საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;

3. სხვა განსაკუთრებული გარემოებების, სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვანება და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციის მოსათხოვად საქართველოში ჩამოსვლის მსურველმა სპეციალური აპლიკაცია 3 დღით ადრე უნდა შეავსოს.

ჩარტერული რეისები სხვადასხვა მიმართულებით შესაძლოა კიდევ დაინიშნოს, თუმცა წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია ცნიბილი არ არის.

რაც შეეხება რეგულარულ რეისებს, ფრენების აღდგენა მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ავიაციის სააგენტო ყველას ურჩევს ბილეთების წინასწარი შეძენისგან თავი შეიკავონ.

ამჯერად ჩარტერული ფრენების განრიგი შემდეგია:

• 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

• 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

• 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

• 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

• 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

• 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

• 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

• 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

• 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

ტელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 2 ივლისი, თბილისი - ტელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15).