პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 ივნისს განაცხადეს, რომ მოუთმენლად მოელიან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას, რაც, ტრამპის თანახმად, „მძლავრი გზავნილი იქნება რუსეთისთვის“.
შეთანხმებით, აშშ პოლონეთში გააგზავნის მეტ ჯარს, რათა გაფართოვდეს თანამშრომლობა აშშ-სა და პოლონეთს შორის, და რაც რუსეთის აგრესიული ქმედების დამატებითი საპირწონე იქნება.
ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დუდამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯების გარშემო თეთრ სახლში საუბარი. ეს ვიზიტი დუდას მმართველ, კანონისა და სამართლიანობის პარტიას დამატებით ბიძგს მისცემს პოლონეთის საყოველთაო არჩევნებზე, რომელიც 28 ივნისს იმართება.
დუდა შეეხო პოლონეთში აშშ-ის ჯარის გაზრდის თემას. ტრამპა თქვა, რომ ის აპირებს შეამციროს თავისი ჯარების რაოდენობა გერმანიაში და დასძინა, რომ მათი ნაწილი პოლონეთში შეიძლება განთავსდეს.
პასუხად შეკითხვაზე, როგორი იქნებოდა ამაზე რუსეთის რეაქცია, ტრამპმა გაამათრახა გერმანია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“- ის გამო და თქვა, რომ ეს ნიშნავს, გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს გადაუხდის ენერგიისთვის და ეჭვქვეშ აყენებს, როდის უნდა დაიცვას აშშ-მა გერმანია რუსეთისგან.