საქართველო რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს ივლისის ბოლოსთვის გადაავადებს, ამის მიზეზად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორი მიზეზი დაასახელა - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლიდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა.
ნათია თურვანას განცხადებით, ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოეკიდებიან, საერთშორისო ვიზიტორებს და ტურისტებს და ხელისუფლება რადენიმე მიმართლებას აირჩევს. ეს იქნება ჩატერული ფრენები ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის.
„ბიზნესვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე სააჯარო იქნება დაცული რეგულაციები, მაგრამ იქნება უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილაბას, რომელმაც საზღარი ჯერ მხოლოდ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის გახსნა. როგორც თურნავა ამბობს, ახლა მუშავდება არაწევრ ქვეყნებთან მისაღები გადაწყვეტილება და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ფრენების აღდგენა.
„რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა, საკმაოდ რეგულარული ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ჩვენ ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი სიტყვებით, რეგულარული ფრენების აღდგენა დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და იმ ქვეყნებზე, ვისთანაც საქართველოს რეგულარული ფრენები აქვს.
საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც 1 ივლისს საზღვრის გახსნის რეკომენდაციით გამოდის ევროკავშირის კომისია. ევროკომისია პარასკევს გეგმავს რეკომენდაციის საბოლოო ვარიანტის მიღებას. საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.
1 ივლისიდან საქართველო ისრაელიდან ტურისტების მიღებას გეგმავდა, მაგრამ, ისრაელში შეცვლილი ეპიდსიტუაციის არგუმენტით, 9 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება".
მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 მარტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენები შეწყდა.
ასევე ნახეთ:ევროკავშირი განიხილავს საგარეო საზღვრების გახსნას: მოხვდება თუ არა სიაში საქართველო?
ვეღარ ჩამოვალთ საქართველოში?! როგორ ველოდებოდით!