ვლადიმირ პუტინის მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის მოქალაქეთა 25% უჭერს მხარს, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ალტერნატულ პროექტებს. ასეთია „ლევადა-ცენტრის“ მიერ 11-17 ივნისს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
სოციოლოგების თანახმად, საპრეზიდენტო შესწორებების პაკეტის მომხრეები იმათზე უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ვისაც სურს მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო საბჭოს (ОКС) და პარტია „იაბლოკოს“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„თავისუფალი ადამიანების კონსტიტუციის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ პროექტს მხარს უჭერს გამოკითხულთა 28 %. „ლევადა-ცენტრის“ თანახმად, 26% არც ერთ პროექტს არ ემხრობა.
ამასთან, ОКС-ისა და „იაბლოკოს“ მიერ მომზადებულ ყველა ცვლილებას გამოკითხულთა უმრავლესობა უჭერს მხარს.
მათ შორის, ფედერაციის საბჭოს წევრების არჩევითობას მხარს უჭერს 82%, კიდევ 54% ემხრობა პრეზიდენტის ვადის შემცირებას 6-დან 4-წლამდე.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა 1 ივლისს გაიმართება. ამ პაკეტიდან ყველაზე დიდ დისკუსიას იწვევს საკონსტიტუციო ცვლილება საპრეზიდენტო ვადის „განულების“ შესახებ, რომელიც მისი მიღების შემთხვევაში პუტინს უფლებას აძლევს, კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.