გიორგი გახარია: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია

Your browser doesn’t support HTML5

„უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცეები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება... 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით... ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. რა არის ჩემთვის მთავარი... ჩემთვის მთავარი ის არის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შს სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, - უთხრა ჟურნალისტებს 18 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენების შესახებ დასმული არაერთი შეკითხვის საპასუხოდ“.