თანამდებობის დატოვების აუცილებლობაზე ანა დოლიძე სამოქალაქო სექტორის მოწოდებას პასუხობს

ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს მაშინ, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„სანამ მე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ვახორციელებენ საზოგადოებრივ საქმიანობას, მე ვფიქრობ რომ ჩემი ხმა ამ საბჭოში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც მე უკვე რამდენიმე კვირაა თავადვე ვსაუბრობ, როგორც კი გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას შევუდგე ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავადვე გავაგებინებ და კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში“,- განაცხადა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

სამოქალაქო სექტორი ანა დოლიძეს მოუწოდებს დატოვოს თანამდებობა თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს.

7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პილიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებულია ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაცია „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან ფეიბუკის ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა მოგვინებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.