ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდა

ერთთვიანი მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში. გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

სოფელი გეტა კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო 15 მაისს ჩაიკეტა. ბოლო ხანს გეტაში ახალი შემთხვევები აღარ ყოფილა.

შიდა გავრცელების გამო 23 მარტიდან ჩაიკეტა ქალაქი ბოლნისი და 25 აპრილიდან მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი. საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირდა 180-ზე მეტი ადამიანი.