დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში საგანგაშო არ არის და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა. მისი თქმით, კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები ელოდებიან შემოდგომაზე, როდესაც აცივდება.
ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ის რიცხვები, რომლებიც ბოლო ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაშია საქართველოში, არ იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ:
„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, - უთხრა „ქრონიკას“ ამირან გამყრელიძემ.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 ივნისის დილის მონაცემებით 13-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.
ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.