საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ ერთიან საარჩევნო სიაში:
"მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე ამბიციები და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა!"
სააკაშვილი - რომელიც ახლა უკრაინაში რეფორმების ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს - აცხადებს, რომ მისთვის სულ ერთია, თუმცა ადგილები სიაში, ალბათ, პარტიების რეიტინგების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.
"ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის! მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიციურ ერთობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და შესაძლოა, უკვე მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდეს კანდიდატისს შეთანხმებული სია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქისთვის.
წაიკითხეთ მეტი: ვინ იქნება სიაში - ოპოზიციური შეთანხმება 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე