ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მთავრობა დაითხოვა. როგორც სახელმწიფო მედია იტყობინება, სახელმწიფოს მეთაურმა ოთხშაბათს მოაწერა ხელი შესაბამის ბრძანებულებას.

3 ივნისს ლუკაშენკამ ჩაატარა თათბირი, რომელზეც განიხილებოდა წინადადებები ახალი კაბინეტის თაობაზე. მან პირობა დადო, რომ რევოლუციური გადაადგილებები არ იქნება.

მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების გეგმებზე ლუკაშენკამ ჯერ კიდევ 25 მაისს გააკეთა განცხადება. მაშინ მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ლუკანშენკამ განმარტა, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტის რეგისტრაციის შემდეგ ყოველთვის ვაცხადებდით მთავრობის ახალ შემადგენლობას არჩევნებამდე.“ მისი თქმით, ეს მეთოდი გამოიყენება ამომრჩევლის ნდობის ასამაღლებლად.

ლუკაშენკა 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ის მოვალს საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსედ იყრის კენჭს.