საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გირაოს თანხა - 100 ათასი ლარის ოდენობით უკვე გადახდილია. ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბასილაშვილი უკვე თავისუფალია. ამ ინფორმაციის დადასტურებას რადიო თავისუფლება პენიტენციური სამსახურიდან ელოდება.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს, 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც. ის დაკავებული არ არის.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.
ამავე თემაზე:
- ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე
- ადვოკატი: ბასილაშვილის მამას რომ ეძალადა, მასაც დააკავებდნენ
- ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
- ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული