პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, იყრის თუ არა კენჭს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარ დეპუტატად. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
"მე როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, აუცილებლად შევატყობინებ საზოგადოებას", - თქვა მერაბიშვილმა.
მან არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ისევ შეუერთდეს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკაში ისევ იქნება.
მერაბიშვილმა დაახლოებით 3 თვის წინ ციხე პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ დატოვა. მას ამ დრომდე არ უთქვამს, რომელ პარტიას შეუერთდება, ნაციონალურ მოძრაობას თუ ევროპულ საქართველოს. ეს ორი პარტია მისი დაპატიმრების შემდეგ გაიყო.