პარლამენტის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ კორონავირუსის გამო შეღავათები მოქალაქეებს არჩევნების ჩატარებამდე დაუნიშნა. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
"რატომ მაინცდამაინც 6 თვე, რატომ არა, მაგალითად, წლის ბოლომდე? რადგან პანდემიით გამოწვეული კრიზისი, დიდი ალბათობით, გასტანს უფრო დიდ ხანს... ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული 6 თვე ერთი-ერთში ემთხვევა საარჩევნო კალენდარს და სწორედ ამიტომ აარჩია ქართულმა ოცნებამ ეს პერიოდი", - თქვა ბოკუჩავამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვისაც პირველ აპრილამდე სამი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც დაერიცხა ხელფასი და დაკარგა სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.