გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
მოსამართლემ განმარტა, რომ ახალი გარემოებები არ არსებობს და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების საკითხებში ჩასართავად სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ.
გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.