ევროპარლამენტმა მოიწონა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შეთანხმებები

ევროპის პარლამენტმა მოიწონა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები.

ახლა დოკუმენტები, რომლებსაც ბრიუსელმა და მინსკმა 8 იანვარს მოაწერეს ხელი, ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ მხარეები ერთმანეთს აუწყებენ რატიფიკაციის პროცესის დასრულების შესახებ. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ დოკუმენტები ივნისში შევიდოდა ძალაში, მაგრამ ახლა ამას ივლისისთვის ვარაუდობენ.

სავიზო შეთანხმებით გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურების ორმხრივი გამარტივება და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებლის 80 ევროდან 35 ევრომდე შემცირება. გარდა ამისა, ვიზის შესახებ გადაწყვეტილება ათი დღის განმავლობაში იქნება მიღებული. იზრდება არაკომერციული მიზნებით უფასო ვიზების გაცემის მიზეზების სია. ბელარუსში უცხოელთა ყოფნის ვადები 90-დან 180 დღემდე იზრდება.