ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ანა გაგლოევა აცხადებს, რომ ორი ინფიცირებულიდან ერთი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, მეორე კი - სამხედრო მოსამსახურე. გაგლოევას თქმით, ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, პაციენტები ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.