უჩვეულო „გვირილობა“ქუთაისში

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული სიმღერით და ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა და საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წევრებმა და მოხალისეებმა. მათ ამ ჟესტით მედიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებისთვის მადლიერების გამოხატვას, სიმბოლურს უწოდებს, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო ავალიანი:

„დღევანდელი დღე ასოცირდება ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან, რომლის სიმბოლო გვირილებია. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქველოქმედო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე, გავულამაზოთ ჩვენი ქალაქის მედიკოსებს, რომლებიც პანდემიას ებრძვინ. ჩვენ მათ მივართვით გვირილები, რომლებიც ტუბერკულოზთან ბრძოლის სიმბოლო იყო“.

2 მაისს ქუთაისში „გვირილობას“ აღნიშნავენ, რომელიც ქალაქის დღესასწაულია და ქველმოქმედებას უკავშირდება. „გვირილობა“ მრავალი წელი ხალხმრავალი ღონისძიებებით აღინიშნებოდა. გასულ წლებში „გვრილობისას“ ქუთაისში იმართებოდა სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები. სახალხო დღესასწაულის ტრადიციას საფუძვლად მიიჩნევა ჯერ კიდევ 1911 წელს დაწყებილი კამპანია, როდესაც გიმნაზისტი გოგონები შესაწირს აგროვებდნენ ჭლექით დაავადებულთათვის და გვირილას ამაგრებდნენ მკერდზე იმ ადამიანს, ვინც თანხას გაიღებდა.

ქუთაისის ქალაქის დღესასწაულისთვი, „გვირილობისთვის“, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პიროებებში, გაუქმდა ქალაქში დაგეგმილი ყველა ღონისძიება. როგორც მერიაში განმარტავენ, ჯერჯერობით ბიუჯეტში ცვლილება შესული არ არის, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა დღესასწაულისთვის განკუთვნილ თანხას საჭიროებისამებრ მოიხმარს.

დღეს „გვირილობის“ დღესასწაული მეეზოვე ქალებს ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

დავით ერემეიშვილის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მეეზოვეთა საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.