აშშ-მა გადაუდებელ შემთხვევებში დაამტკიცა ექსპერიმენტული წამლის, რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, მას შემდეგ, რა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები ამ წამლით მკურნალობის შედეგად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ამ დაავადებისგან.
წამალი, რემდესივირი, გამოყენებული იქნება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებში - განაცხადა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიის (FDA) პრეზიდენტმა, სტივენ ჰანმა 1 მაისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. FDA უფლებამოსილია გასცეს წამლების სასწრაფო წესით გამოყენების ნებართვა, მაშინაც კი, თუკი საკმარისად არ მოიპოვება ჩვეულებრივ ვითარებაში აუცილებელი მონაცემები მათი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ.
საერთაშორისო მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანზე დაკვირვების შედეგად ამ კვირაში გამოქვეყნებული გამოკვლევა ამბობს, რომ პაციენტები, რომლებიც რემდესივირს იღებდნენ, 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ვისაც პლაცებოს აძლევდნენ, 15 დღეში. წამლის მიმღებ ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ნაკლები იყო. ამჟამად მიმდინარეობს კვლევის გაფართოების პროცესი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, რემდესივირი ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს 4 მაისიდან დაურიგდება.
COVID-19-ის ეფექტიანი მკურნალობის გამონახვის გზა მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებს საშუალებას მისცემს ამ დაავადებით მოტანილი ზიანი შეამცირონ, სანამ მიმდინარეობს ვაქცინის შემუშავების პროცესი.