პირბადის სტერილიზაცია გჭირდება? -  გაეცანი ინსტრუქციას  

ახლა უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძვირფასი პირბადე დეფიციტშია და შესაბამისად ერთჯერადი მოხმარების ნივთი მრავალჯერადი გახდა.

თუმცა პირბადის მრავალჯერადი გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ რეკომენდაიცებისა და ინსტრუციების დაცვა კვლავ ძალაში რჩება. ხელმეორედ გამოყენებისას პირბადის არასწორად დამუშავების შემთხვევაში შეიძლება თავად ნიღაბი ვაქციოთ ვირუსის გავრცელების და დაინფიცირების წყაროდ.

ნიღაბი არც აფრთხობს და არც განიზიდავს ვირუსს, ის ფიზიკურად აჩერებს მას და შესაბამისად, იოლად შეიძლება სახლში დაბრუნებულება, ისე ვაქციოთ ნიღაბი ინფექციის გავრცელების წყაროდ, რომ ვერც მივხვდეთ. მაგალითად, მაღაზიიდან მოსულებმა ის უყურადღებოდ არ უნდა მივაგდოთ სახლის რომელიმე ოთახში, იმ იმედით, რომ ნიღაბი გვიცავს ვირუსისგან და იგი ვერ გახდება ვირუსის გადამტანი.

ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი ქრისტინ კოჰლერი მოსახლეობას ურჩევს არ გარეცხონ სამედიცინო პირბადეები, რათა ნიღაბმა არ დაკარგოს თავისი ეფექტიანობა. ხოლო იმისთვის, რომ ვირუსისგან დაცულები ვიყოთ მისი რჩევაა:

  • ნიღბის მოხსნის შემდეგ დაიბანეთ ხელები,
  • არ დადოთ ისეთ ადგილას, რომ ზედაპირი ვირუსით დაბინძურდეს
  • კორონავირუსის გასანეიტრალებლად ქირურგიული პირბადე ერთი კვირის განმავლობაში იყოს მოთავსებული ჰაერისგამტარ ქაღალდის პაკეტში.
  • პლასტმასის ჭურჭელში მისმა მოთავსებამ, ტენიანობის მომატების ხარჯზე, შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების გამრავლებას.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც პირბადეების დეფიციტს ასევე მწვავედ განიცდის ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკელებს 3,5 მილიარდი ქირურგიული პირბადე სჭირდებათ და ამ მომენტისთვის ამის მხოლოდ 1% აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ FDA-”ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია” არ ემხრობა ქირურგიული და სამედიცინო პირბადეების ხელახალ გამოყენებას, არაერთი ჩინელი და ამერიკელი ინჟინერი, შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს მიაგნოს ქირურგიული ნიღბებისა და რესპირატორების სტერილიზაციის ყველაზე ეფექტიან გზას, იმისთვის რომ სამედიცინო პერსონალმა შეძლოს მათი მრავალჯერადად გამოყენება.

  • ვირუსის განადგურების და სტერილიზაციის რამდენიმე ეფექტიანი გზა არსებობს. მაგალითად დასხივება, გამოხარშვა, ორთქლით დამუშავება, ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაია. თუმცა მეთოდის არჩევისას სტერილიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბმა არ დაკარგოს პირველადი სახე, სტრუქტურა და დარჩეს უსაფრთხო მოხმარებისთვის.​

ამერიკის ბიოტექნოლოგიის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია პირბადეების სტერილიზების რამდენიმე მეთოდი, რომელთა ნაწილის შესრულებაც სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ქირურგიული პირბადე და N95

გამოხარშვა

პირბადის ხელახალი გამოყენების ეს მეთოდი შემუშავებულია ბეიჯინგის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პროფესორ ჯიან-ფენგ ჩენის და მისი კოლეგების მიერ. ეს მეთოდი განკუთვნილია არასამედიცინო პერსონალისთვის, იმისთვის, რომ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გარდაუვალი აუცილებლობის პირობებში დეზინფექცია ჩაუტარონ თავიანთ პირბადეებს.

60-80 გრადუს წყალში პირბადის 30 წუთით ჩადების შემდეგ, საჭიროა მისი ფენით 10 წუთის განმავლობაში გაშრობა, რათა ნიღაბმა აღიდგინოს ელექტრული მუხტი, რაც აუცილებელია მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ამის შესამოწმებლად კი შეგვიძლია დავაყაროთ ფურცლის მცირე ნაკუწები, თუკი მიიკრა ესეიგი მუხტი აღდგენილია.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენება N95- ის შემთხვევაში დასაშვებია ერთხელ, ხოლო ქირურგიული პირბადის შემთხვევაში 10-ჯერ.

ორთქლით დამუშავება

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა მაღალი დამცველობის მქონე რესპირატორ N 95- ის სპეციალური დანადგარით ავტოკლავით, ჩაუტარეს სტერილიზება, რომელის გამეორებაც სახლის პირობებში ვერ მოხერხდება.

მათ ასევე, სცადეს მენზურაში ჩასხმული წყლის ორთქლით - 10 ჯერ - 10 წუთიანი დამუშავება, რის შემდეგაც პირბადის ეფექტურობა 80%-ით შემცირდა სამჯერ დამუშავებისას კი მისი ეფექტურობა არ დაქვეითებულა. ამ შემთხვევაშიც, ნიღბები 10 წუთის განმავლობაში ფენით გააშრეს.

გასათვალისწინბელია, რომ ცდები ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობდა და სახლში მისმა გამეორებამ შეიძლება ზედაპირების დაბინძურება და ვირუსების გაფრქვევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება ორთქლზე ხელის დამწვრობაც გამოიწვიოს.

სამედიცინო პირბადეების სტერილიზაციის რომელი მეთოდი არ ამართლებს

  • ღუმელში რესპირატორის გაცხელებამ შეიძლება დაადნოს N95, იმის გათვალისწინებით, რომ 125 გრადუს ტემპერატურაზე, პირბადის შემცველობაში არსებული პოლიპროპილენი, იწყებს დნობას და შესაბამისად, არ არის რეკომენდებული.
  • ალკოჰოლისა და მათეთრებლის შემცველი ნივთიერებებით რესპირატორის დამუშავება კი აკარგვინებს პირბადეს თავის დამცველობით ფუნქციას.

ნაჭრის პირბადეები

ცნობილია, რომ დამცველობითი ფუნქცია ნაჭრის ნიღაბს უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სამედიცინო პირბადეებს, თუმცა მსოფლიოში არსებული დეფიციტის გამო, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი CDC გვირჩევს ვატაროთ ნაჭრის პირბადეები, რათა სამედიცინო პირბადეების მარაგი დარჩეს სამედიცინო პერსონალისთვის.

CDC აღნიშნავს, რომ ნაჭრის პირბადე ამცირებს Covid-19-ის გავრცელებას. სამედიცინო პირბადეებისგან განსხვავებით, დასაშვები და სასურველია ნაჭრის პირბადის გარეცხვა. CDC- ის რეკომენდაციაში ასევე მოცემულია სახლის პირობებში ნაჭრის პირბადეების დამზადების მეთოდი.