ოზურგეთის საკრებულომ სხდომა ონლაინ გამართა

ოზურგეთის საკრებულომ ბიუროს სხდომა ონლაინ, პროგრამა "ზუმის" საშუალებით გამართა. დღევანდელ, 29 აპრილის სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, ოთხი საკითხი უნდა განიხილონ.

ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა საკრებულომ საკითხები ონლაინ განიხილა. ამ დრომდე მსგავს შეხვედრებს კორონავირუსის საკითხზე შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მართავდა.