კობახიძე: რას მოიმოქმედებდნენ თუ საქართველო გადაწყვეტდა ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას

„ჩვენ რეაქცია ბუნებრივია, აუცილებლად გვექნება, რადგან ასეთი რამ თუ მოხდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება არამეგობრული ნაბიჯი”, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ.

როგორც კობახიძემ „პირველ არხის" ეთერში თქვა, „ქართულ ოცნებას“ უკრაინელ კოლეგებთან, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან აქვს კონსულტაცია. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ვერხოვნა რადა რაციონალურ გადაწვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში და თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა. „ძალიან მარტივად დავსვამ კითხვას, რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე? მათი რეაქცია ბუნებრივია, იქნებოდა აბსოლუტურად იგივე, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც დააწია სააკაშვილმა საქართველოს”, - მიიჩნევს თალაკვაძე.

უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 30 აპრილამდე გადაიდო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ კენჭისყრა. ამის თაობაზე ინფორმაცია თავად სააკაშვილმა გაავრცელა ფეისბუკით.