პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის წევრი ვახო მეგრელიშვილი, რომელსაც მთავრობის მიერ გაცემული საშვი ჰქონდა, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელს. ასევე რამდენიმე ადამიანი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გაადაიყვანეს.
ზურა ჯაფარიძე იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავდა. მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნოთ.
აქციას 20-მდე მონაწილე შეუერთდა.
აქციის მონაწილეთა დაკავება სავარაუდოდ საგანგებო მდგომარეობის დროს აქციის გამართვის დაუშვებლობას უკავშირდება.
საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის თანახმად:
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.