"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - ქართული მედია ძალზედ პოლარიზებულია

საქართველოს მედია პლურალისტურია, მაგრამ მაინც ძალზედ პოლარიზებულია, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშში. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს ინარჩუნებს, გასული წლის მსგავსად.

„ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა გააუმჯობესა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმი, მაგრამ მეპატრონეები მაინც ხშირად განსაზღვრავენ სარედაქციო პოლიტიკას“, - ნათქვამია ანგარიშში.

მედიაზე საუბრისას მოყვანილია „რუსთავი-2“-ის მაგალითი და ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების თანახმად, მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხი მფლობელს დაუბრუნდა. ამას მოჰყვა ტელევიზიაში სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარება და ჟურნალისტთა უმეტესობამ არხი დატოვა. გაჩნდა ორი ახალი ოპოზიციურად განწყობილი არხი.

ანგარიშში საუბარი შეეხება ასევე აჭარის ტელევიზიაც და ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია, რეგიონალური საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი, განიცდიდა ზეწოლას კონკრეტული ძალის მხარდასაჭერად.

ანგარიშის თანახმად, იშვიათია სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მურთარლის საქმის გამოძიების დეტალები.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ისიც, რომ საქართველოში, რომელსაც რეგიონში მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ფეისბუკმა ასობით ყალბი ანგრიში გააუქმა. მედიასაშუალებები განიცდიან კიბერთავდასხმებს.