ოკუპირებულ ხურვალეთში დააკავეს დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი

დათა ვანიშვილი

სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზის მიღმა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის შვილიშვილი მალხაზ ვანიშვილი და მისი მეუღლე დააკავეს, - ეს ინფორმაცია დათა ვანიშვილმა „ამერიკის ხმას“ თვითონ მიაწოდა. მისი თქმით, ჯერ შვილიშვილი დააკავეს, რომელიც ახალგორისკენ იყო წასული, შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცები სახლში მივიდნენ და ახალგაზრდა ქალი გაიყვანეს

„ბავშვი ტირილით გაიყვანეს, რა გინდათო ეუბნებოდა, ქართველს აქ რა უნდაო და ძალით წაიყვანეს“, - ამბობს დათა ვანიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“.

მალხაზ ვანიშვილი მოხუცი პაპის სანახავად პერიოდულად ღობის მიღმა გადადიოდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალებმა ისინი ჯერ სავალდებულო ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს