რუსეთის მხარდაჭერით ოკუპირებულ სოფელში ნასახლარებზე ნაგავსაყრელი შენდება - სუს-ის 2019 წლის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ წელსაც გრძელდებოდა ქართული მოსახლეობის კვალის წაშლის პროცესი. ანგარიში პარლამენტს გუშინ, 15 აპრილს გადაეგზავნა.

"ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

გასულ წელს საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ ბორდერიზაციის პროცესს. ამ პროცესის დროს დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.