ბოჭორიშვილის კლინიკის 9 პაციენტის, მათ შორის სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა

15 აპრილის დილის მდგომარეობით, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 42 პაციენტი, მათგან 21-ს დადასტურებული აქვს COVID-19. ამის შესახებ მედიას აცნობა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

ამ საავადმყოფოს პაციენტებს შორის არიან ინფიცირებული სასულიერო პირი - იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელი, მისი და და დისშვილი.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 21 ინფიცირებულიდან საყურადღებოა 9 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის სასულიერო პირის.

კლინიკაში იმყოფება 18 წლამდე ასაკის 7 ინფიცირებული პაციენტი და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

15 აპრილის 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია 306 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 3 ადამიანი.