თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალება.

„ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმუმს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა შევამციროთ“, - თქვა გახარიამ.

გარდა ამისა, გიორგი გახარია მიმართავს პრეზიდენტს, რათა, თავის მხრივ, მან მიმართოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.